სუპერლიგის პირველი ტური საინტერესოდ ჩამთავრდა
საქართველოს მე-XIX ჩემპიონატი. 7 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
სამედიცინო/აკადემია 64:71 აგრარული
15:15, 17:24, 22:16, 10:16
სამედიცინო/აკადემია: ი. ლეჟავა (2ქ, 5პ), ჩქარეული, ღვალაძე, ლომოური (8ქ), ბოქოლიშვილი (30ქ, 3ჩ), ბექაური (2ქ, 4მ, 3დ), მუმლაძე (5ქ, 5მ), თენიეშვილი (6ქ, 9მ, 2დ), გაბისონია (2ქ, 5მ), ჯავახიშვილი (6ქ, 12მ, 5ფ), ელიაძე (3ქ), ზ. მაისურაძე
აგრარული: გულისაბედაშვილი, ჩაჩიბაია (10ქ, 7მ), წივწივაძე (18ქ, 12მ, 7პ, 3ჩ), მარხვაშვილი (6ქ), ტყეშელაშვილი (7ქ, 5ფ), ხანიაშვილი (1ქ), ათანელიშვილი (10ქ, 11მ), გ. ბარბაქაძე (7ქ), დიდია (12ქ, 5მ)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით არეშიძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
შსს 83:88 თსუ
21:18, 11:23, 25:22, 26:25
შსს: დ. ბერიშვილი (9ქ, 6პ), ბერუაშვილი (4ქ), ლაფანაშვილი (13ქ, 4პ), ფაიქრიძე, ი. ბერიშვილი (3პ), პატარაია, აბულაძე, შერმადინი (10ქ, 9მ), ყველაშვილი (6ქ, 5მ, 5ფ), სუხიშვილი (19ქ, 13მ), ნიკოლაძე (22ქ, 3პ)
თსუ: ფანჩულიძე (8ქ, 5მ), გაფრინდაშვილი (19ქ, 5პ, 4ჩ, 5ფ), კოხრეიძე (10ქ, 6მ, 3პ), კეიდია (5ქ, 13მ), ლოსაბერიძე (2ქ), ხეცურიანი (14ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (30ქ, 8მ, 4დ), კუჭავა
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: მერაბ რატიშვილი
დინამო 79:92 ბათუმი
18:18, 13:33, 25:16, 23:25
დინამო: ნანიტაშვილი, ნოზაძე (8ქ, 3ჩ), სანაძე (22ქ, 3პ), ეძგვერაძე (6ქ, 4ჩ, 5ფ), სიგუა (14ქ), ლონდარიძე (9ქ, 7მ), გემაზაშვილი (7ქ), ჯანგველაძე (5ქ, 9მ 5ფ), დეკანოიძე (8ქ)
ბათუმი: ვ. მაისურაძე (5ქ), ლეჟავა (36ქ, 7მ, 3პ), თავართქილაძე (6ქ, 5მ, 8პ, 3ჩ), ელიაშვილი (3ქ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (9ქ, 9მ, 3პ, 3ჩ), ნინუა (3ქ, 3ჩ), ბოლქვაძე (4ქ, 6მ), იმნაძე (14ქ, 11მ), როდუმტა
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
სოხუმი 82:88 ავიამშენი
13:24 21:17 25:25 23:22
სოხუმი: ტეტელაშვილი, სორდია (9ქ, 7მ), ჩიკვილაძე (28ქ), კვეტენაძე (12ქ), ბ. ბერიშვილი (10ქ, 10მ), კვიმსაძე (11ქ, 4პ), სულაბერიძე (6ქ), კანკია (5ქ), კობიძე, თვარაძე, წიკლაური (1), გაბლია
ავიამშენი: ბადრიძე (3ქ, 5პ) , მოსეშვილი (6ქ), ბოისა (13ქ, 10მ, 6პ), ბერაია, ვახანია, მაჩალაძე, პირველაშვილი (22ქ, 6მ), ათუაშვილი (22ქ, 10მ), ნინიაშვილი (8ქ), მინაშვილი (14ქ, 9მ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
გუშინ რუსთავში უინტერესოდ გაწყებული პირველი ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში საინტერესოდ ჩამთავრდა. გაგახსენებთ, რომ გუშინ „ენერჯი–ინვესტმა“ 59 ქულით დაჯაბნა დებიუტანტი ჭიათურის „მერანი“, ხოლო დღეს სუპერლიგაში მეორე დებიუტანტი „სამედიცინო–აკადემია“ ჩაება და არაერთისთვის გასაკვირად, გასული სეზონის ფინალისტს ტოლსწორი ბრძოილა გაუმართა.
ის კი არა, გელა წულაძისა და სერგო იშხნელის დამოძღვრილ ახალგაზრდებს ცოტაც რომ მოენდომებინათ, პირველივე მატჩში გვარიან სენსაციას გამოაცხობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ამბიციურმა აგრარულმა უნივერსიტეტის გუნდმა 7–ქულიან გამარჯვებას მიაღწია.
წულაძის გუნდი ძირითადად 18–წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ეს ბიჭები ნაკრებში ხომ ერთად თამაშობენ და „აკადემიასა“ და „სამედიცინოში“ გასულ სეზონში ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. შესაბამისად, შეთამაშება არ აკლიათ, ბრძოლის ჟინსა და ენთუზიაზმს, აბა, ახალგაზრდებს ვინ დაუწუნებს და შედეგიც სახეზეა – გელა წულაძის დებიუტანტმა გუნდმა გულშემატკივარი ასიამოვნა. მთელი თამაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მედიკოს–აკადემიელები ტოლს არაფერში უდებდნენ აგრარელებს. ფარზე კარგად მუშაობდნენ გოგა ჯავახიშვილი და ნოდარ თენიეშვილი, ხოლო პერიმეტრზე სრულიად მოუხელთებელი იყო მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც საბოლოოდ 30 ქულა დააგროვა (მის გარდა ვერც ერთი მისი თანაგუნდელი 10–ქულიან ბარიერს ვერ შესწვდა).
ბოქოლიშვილმა 6 სამქულიანი ჩაუგდო აგრაგელებს, თუმც და მისი დამსახურებაა, წულაძის გუნდმა ბოლომდე რომ შეინარჩუნა გამარჯვების შანსი. მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე ბოქოლიშვილის სამქულიანმა 54:52 დააწინაურა „სამედიცინო–აკადემია“, თუმც წიბწივაძემ სირენის თანხლებით ჩააგდო სამიანი და „აგრარული“ ბოლო შესვენებაზე ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეოთხე ათწუთეულში კი როგორც გითხარით, გასული წლის ფინალისტმა იძალა და ჩემპიონატი ძნელად მოპოვებული, თუმცა მაინც გამარჯვებით დაიწყო.
მომდევნო მატჩი ცენტრალური იყო და აქაც საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. მოღონიერებული შსს მუდამ მებრძოლი თსუ–ს წინააღმდეგ. ამ მატჩში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ 2 თასი დააწესა, რომლებიც ცნობილი კალათბურთელის, მსოფლიოს, ევროპის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ნაირგვარი მედლების მომხვეჭი ვლადიმერ „პტიცა“ უგრეხელიძის სახელობის იყო. აგვისტოში ბატონი ვლადიმერი 70 წლის შესრულდებოდა და ეს თასებიც მის იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა.
საუკეთესო მოთამაშის პრიზი თსუ–ელმა, ამ მატჩში 30 ქულის მომხვეჭმა დავით ბარბაქაძემ მიიღო, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტების გუნდს ვლადიმერ უგრეხელიძის სახელობის თასი მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა, თავადაც არაერთი ტიტულის მომგებმა ანტონ კაზანჯიანმა გადასცა. ვლადიმერ უგრეხელიძის ოჯახს ფულადი ჯილდოები გადასცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და თსუ–ს გუნდის ხელმძღვანელობამ.
თავად თამაში ძალიან დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლოს სტუდენტთა სასარგებლოდ გადაწყდა.
მომდევნო მატჩში ინტრიგა თავიდან ვიხილეთ, სანამ დავით უსტიაშვილის მიერ დამძღვრილი „ბათუმი“ ალღოს აუღებდა „დინამოს“ წინააღმდეგ თამაშს. პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა, მერე კი „ენერჯი–ინვესტიდან“ ბათუმში გადაბარგებულმა ბესიკ ლეჟავამ გაილაღა, რომელსაც ზურგდ გამოცდილი პლასიდე როდუმტა და დავით იმნაძე უმაგრებდნენ. ზღვისპირელებმა 20–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.
ტურის ბოლო მატჩშიც საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა. ვერ ვიტყვით, „სოხუმი“ ისეთი ძლიერია, რომ ტრადიციულად ამბიციურ „ავიამშენს“ თანაბრად ეპაექრაო. ეს უფრო „ავიატორების“ დასუსტების ბრალია, რომლებმაც ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებდნენ თუ არა, რამდენიმე დღის წინ გაიგეს. შესაბამისად, რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც გამოაკლდათ.
ასეა თუ ისე, სოხუმელების ბრძლოლისუნარიანობას ჩრდილი არ ადგება. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ჩინებულად ითამაშა და მთელი მატჩის განმავლობაში კუდიდან არ მოსცილებია ლევან მოსეშვილის „ავიამშენს“. 18–წლამდელთა ნაკრების წევრმა ბექა ჩიკვილაძემ 28 ქულა მოაგროვა, თუმცა მაინც ვერ გადასწონა გამცდილ „ავიატორებს“ – ანატოლი ბოისას, ვახტანგ მინაშვილს, 223–სანტიმეტრიან სერგო ათუაშვილს.
სამედიცინო/აკადემია – აგრარული
დებიუტანტის კვალობაზე აკადემია/სამედიცინომ ძალიან კარგად ითამაშა
მედიკოს–აკადემიელთა უთუმცაო ლიდერი მერაბ ბოქოლიშვილი
სუპერლიგაში გამოუცდელი გოგა ჯავახიშვილი გამოცდილი
რეზო დიდიას (#17) პირისპირ აღმოჩნდა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ვლადიმერ უგრეხელიძის ვაჟს აჯილდოვებს
შსს–ს ფარქვეშ შეფრენილი დავით ბარბაქაძე
დავით ბარბაქაძე საჯარიმოს ხაზზე
შსს – თსუ
ბექა წივწივაძე სამედიცინო–აკადემიის დაცვაში შეიჭრა
დინამო – ბათუმი
სოხუმი – ავიამშენი