დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო, 22-ე ტურის დარჩენილმა სამმა მატჩმა, ცხადია, საბოლოოდ გაანაწილა გუნდები ცხრილში და ყველა კითხვაზე პასუხიც გავიგეთ. საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფის პირველ წრეში, მეოთხედფინალში დაწყვილდნენ, ხოლო მე-9-ზე გასული გუნდისთვის, რომელიც თბილისის რაში აღმოჩნდა, სეზონი დასრულდა.
ის, რომ მე-10 ადგილზე გასული რუსთავი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტ გრიფინს ხვდებოდა, ცნობილი იყო. ისევე როგორც გურჯაანის დელტას “ა” ლიგაში დაქვეითება. ბოლო სამმა მატჩმა გუნდები ცხრილში საბოლოოდ გაანაწილა და ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.
დღეს, ყველაზე ადრიანად რაშისა და ბათუმის შეხვედრა ჩატარდა. რაშს გამარჯვება უნდოდა, ცხრილში მე-8 ადგილი რომ დაეკავებინა და შესაბამისად, პლეი ოფის ბოლო საგზურს დაპატრონებოდა. არ გამოვიდა, რადგან ბათუმსაც სურდა მოგება, რაც ამ გუნდს ცხრილში მე-2 ადგილის დაკავების გარანტი იყო. ბათუმელებმა იოლად – 108:90 (სტატისტიკა) მოიგეს და მეორე ადგილი გაინაღდეს.
შემდეგ მატჩში ქუთაისი ზესტაფონს ხვდებოდა და ორივე გუნდს მოგება უნდოდა, რადგან წაგებული მეოთხე ადგილზე გადიოდა და ჯერ ოფში ორბი ელოდა, შემდეგ კი, თუ გავიდოდა, თსუ-კსუ-ს შორის გამარჯვებული. მოგებულს კი მესამე ადგილი ელოდა. ქუთაისმა 79:74 (სტატისტიკა) მოიგო და ისევე როგორც ბათუმმა და თსუ-მ, 34 ქულა დააგროვა. ამ სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში კი საუკეთესო თსუ იყო, რომელსაც პირველი ადგილი ისედაც განაღდებული ჰქონდა, ხოლო მეორეზე ბათუმი განთავსდა, ქუთაისი – მესამეზე.
რეგულარული ჩემპიონატის სულ ბოლო შეხვედრას სპორტული ინტერესი დაკარგული ჰქონდა. რუსთავი ორბს მასპინძლობდა შედეგის მიუხედავად გუნდები ამ ადგილებს დაიკავებდნენ: რუსთავი მე-10-ს, ორბი – მე-5-ეს. მატჩის შედეგს რაც შეეხება, ორბმა 89:86 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.
ასე და ამგვარად,მეოთხედფინალურ სერიებში გუნდები ასე დაწყვილდნენ და მატჩებს ამ თანმიმდევრობით ჩაატარებენ:
თსუ (1) – კსუ (8)
I შეხვედრა – 23 აპრილი, 17:00 თბილისი არენა
II შეხვედრა – 25 აპრილი, 15:00 თბილისი არენა
III შეხვედრა – 28 აპრილი, 17:00 თბილისი არენა
IV შეხვედრა* – 30 აპრილი, 17:00 დიღომი არენა
V შეხვედრა* – 3 მაისი, 15:00 დიღომი არენა
ბათუმი (2) – ივერიონი (7)
I შეხვედრა – 24 აპრილი, 17:00 თბილისი არენა
II შეხვედრა – 26 აპრილი, 15:00 თბილისი არენა
III შეხვედრა – 29 აპრილი, 19:00 ქ. გორი
IV შეხვედრა* – 1 მაისი, 19:00 ქ. გორი
V შეხვედრა* – 4 მაისი, 17:00 თბილისი არენა
ქუთაისი (3) – თელავი (6)
I შეხვედრა – 24 აპრილი, 19:00 ქ. ზესტაფონი
II შეხვედრა – 26 აპრილი, 17:00 ქ. ზესტაფონი
III შეხვედრა – 29 აპრილი, 16:00 ქ. თელავი
IV შეხვედრა* – 1 მაისი, 16:00 ქ. თელავი
V შეხვედრა* – 4 მაისი, 19:00 ქ. ზესტაფონი
მარგვეთი (4) – ორბი (5)
I შეხვედრა – 23 აპრილი, 19:00 ქ. ზესტაფონი
II შეხვედრა – 25 აპრილი, 17:00 ქ. ზესტაფონი
III შეხვედრა – 28 აპრილი, 19:00 ქ. ტყიბული
IV შეხვედრა* – 30 აპრილი, 19:00 ქ. ტყიბული
V შეხვედრა* – 3 მაისი, 17:00 ქ. ზესტაფონი
სერიები 3 მოგებამდე გაგრძელდება და შესაბამისად, შესაძლოა, წყვილებში წარმოდგენილი ბოლო 2 შეხვედრა საჭიროებისამებრ აღარ ჩატარდეს.