1 ივნისი. თბილისი. 1 500 მაყურებელი. სპორტის სასახლე
ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი 93:8823:12, 26:27, 22:27, 22:22
ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (25 ქ. 12 მ. 2 პ), გამყრელიძე (15 ქ. 6 პ), ბაბიაშვილი (15 ქ. 5 მ), ლეჟავა (13 ქ. 4 მ. 3 პ), ჭოჭუა (10 ქ. 4 პ), ტუჯანი (8 ქ. 4 მ), ჩიტაშვილი (7 ქ. 5 მ. 2 ჩ).
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.ასისტენტი: მიხეილ ბერუაშვილი.
თბილავიამშენი: მინაშვილი (23 ქ. 4 მ), ტუღუში (19 ქ. 8 მ. 7 პ. 2 ჩ), ნიკოლაძე (14 ქ. 5 პ), მათიაშვილი (12 ქ. 9 მ), როდუმტა (11 ქ. 8 მ. 4 დ. 3 პ), ბერაია (5 ქ. 2 ჩ), კკვიმსაძე (4 ქ. 6 პ. 3 მ).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი.ასისტენტი: ვაჟა მხეიძე.
საუკეთესო მოთამაშე: იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი) – 35 წუთი, 25 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 პერსონალური შენიშვნა.
საუკეთესო მექულე: იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).
“ენერჯი ინვესტმა” ზედიზედ მეორედ მოიგო ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი და კიდევ უფრო გაალამაზა გუნდისთვის ისედაც წარმატებული სეზონი, რომლის დროსაც დავით უსტიაშვილის შეგირდებმა მესამე ტიტული დაისაკუთრეს (სუპერლიგის ჩემპიონი, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი და დუდუ დადიანის მეორიალი).
რუსთაველებმა დაძაბული შეხვედრა მხოლოდ 9 შეცდომით დაასრულეს, ხოლო მათმა გამთამაშებელმა გიორგი გამყრელიძემ (5 ფოლი) თავის გუნდში ყველაზე მეტხანს ითამაშა (36 წუთი, 15 წამი) და ამ სოლიდურ დროში არცერთი (!) შეცდომა არ დაუშვია.
თავის მხრივ, ახლოს იყო სეზონში მესამე სამმაგ დუბლთან “თბილავიამშენის” კაპიტანი და ლიდერი კოტე ტუღუში, რომელმაც 11 საჯარიმოდან 10 ზუსტად შეასრულა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა საუკეთესოებს ჯილდოები გადასცა.
სუპერლიგის მთელი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “თბილავიამშენის” წევრი კოტე ტუღუში დასახელდა.
საუკეთესო მწვრთნელის პრიზი “ენერჯი ინვესტის” თავკაცმა დავით უსტიაშვილმა მოიპოვა.
სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ “ენერჯი ინვესტის” სერბი ფორვარდი იოვან სტეფანოვი დაასახელეს.
სტეფანოვს “მაკაბის” მთავარმა მწვრთნელმა და სპორტული რადიო “ჯაკოს” მფლობელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა სუპერთასის ყველაზე შედეგიანი მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი გადასცა.
და ბოლოს, ბესიკ ლიპარტელიანმა “ენერჯი ინვესტის” კაპიტან რამაზ გოგობერიშვილს სუპერთასი გადასცა!
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გულშემატკივარსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც სუპერლიგის ლამაზად, წინა წლებზე უკეთ ჩატარებაში შეუწყო ხელი და მომავალ სეზონამდე გემშვიდობებათ!