ტაირონ ელისი გუნდმა გამარჯვება მოიპოვა

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გასვლაზე, “ბეგარ ლეონთან” 85:76 გამარჯვება მოიპოვეს ტაირონ ელისმა და “კახასოლმა”.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საამმატჩო მონაგარი შემდეგი იყო – 36 წუთი (ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი), 15 ქულა (თავის გუნდში საუკეთესო), 5 მოხსნა (3 – შეტევაში) და ერთი შედეგიანი გადაცემა. ელისმა თამაშიდან 10-ში 6 სროლა გამოიყენა, ხოლო ორივე გუნდში კი 17 ქულით ყველაზე შედეგიანი მასპინძელი ლამონტ ბარნსი იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 23 მატჩი, 8:15, XVI ადგილი.
ტაირონ ელისი: 23 მატჩი (23 სასტარტოში), 13.2 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა.