ტაირონ ელისის 28 ქულა

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტაირონ ელისის “კახასოლი” შინ “ფუენლაბრადასთან” 81:91 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ელისმა შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და საბოლოოდ, 38 წუთში 28 ქულა დააგროვა და შეხვედრაც ამავე რაოდენობის საბონუსო ქულებით დაასრულა. ელისმა 12 სამიანიდან 7 ზუსტად შეასრულას. ამასთან ერთად, მის ანგარიშზე 6 შედეგიანი გადაცემა იყო.
ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები უკვე 19 ქულას იგებდნენ და შეხვედრის ბედიც გადაწყვეტილი იყო. ელისის გუნდში კიდევ სამმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.