ჭაბუკებმაც დაიწყეს…

ჭაბუკებმაც დაიწყეს…

18–წლამდელთა ჩემპიონატი აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 22 ნოემბერს დაიწყო და 2 მატჩი გაიმართა, სულ კი ტურნირში 12 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი.
 

A ჯგუფი: რუსთავი, ფოთი, ჰიუნდაი, მართვე–3, მართვე–1, დინამოB ჯგუფი: სოხუმი, სალხინო, აკადემია, ნაკრები, ქუთაისი, ნიკეგათამაშების სისტება 18–იანებში იგივეა, როგორც 16–წლამდელებში. ანუ: ჯგუფებში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და მომდევნო ეტაპზე, ანუ პლეი ოფში 4–4 საუკეთესო გუნდი გავა. მეოთხედფინალები ერთ მოგებამდე იქნება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი –ორამდე.გუშინ აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 2 მატჩი გაიმართა. დაძაბული გამოდგა 1994–წლამდელთა ნაკრებისა და „სოხუმის“ შეხვედრა. პირველი ტაიმი ნაკრებმა 11 ქულით მოიგო, თუმცა მესამეში სოხუმელებმა გარდატეხა მოახერხეს და საბოლოოდ 12 ქულით იმარჯვეს.აქევ ერთ განმარტებას გავაკეთებთ ნაკრების სესახებ. 1994–წლამდელთა ნაკრები კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით უფროსი ასაკის ჩემპიონატში უკონკურსოდ გამოდის, რათა თამაშის გამოცდილებაც მიიღონ და უფროსებთან მატჩებში კლასიც აიმაღლონ.მეორე შეხვედრაში გასული სეზონის ჩემპიონმა „აკადემიამ“ „სალხინო“ დაამარცხა.
ორივე მატჩის სრულ სტატისტიკას ჩვენს ვებ–გვერდზე ნახავთ – “უახლეს შედეგებში”.