თასის გათამაშებაში ცვლილებებია

20 იანვარს იწყება საქართველოს მე–8 თასის გათამაშება, რომლელიც რუსთავში დაიწყება, ხოლო ფინალი თბილისის სპორტის სასახლეში 23 იანვარს, 17 საათზე გაიმართება.
თასის კენჭისყრა გასული წლის 30 დეკემბერს გაიმართა, თუმც მას მერე რიგი ცვლილებები მოხდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის „ავიამშენმა“, თუმცა ორიოდ კვირაში ეს გუნდი დაიშალა. „ავიამშენი“ სუპერლიგის ცხრილის ექვსეულში იყო და ამიტომაც ეს გუნდი თასის კენჭისყრისას განთესილთა შორის მოხვდა და საკვალიფიკაციო მატჩის თამაში არ მოუწია. მეოთხედინალში გასასვლელი საკვალიფიკაციო მატჩებში ერთმანეთში სუპერლიგაში 6–10 ადგილებზე მყოფები: „დინამო“, „სოხუმი“, „სამედიცინო–აკადემია“ და „ჭიათურა“ ითამაშებენ. რაც შეეხება მეოთხედფინალში „ავიამშენის“ მეტოქე „ბათუმს“, ზღვისპირელები ავტომატურად გავიდნენ ნახევარფინალში.
დღეს კი გადაწყდა, რომ 20 იანვარს გასამართი საკვალიფიკაციო მატჩები (დინამო–სამედ/აკადემია და სოხუმი – ჭიათურა) წინასწარ გამოცხადებული აგრარული უნივერსიტეტის დარბაზის ნაცვლად რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში გაიმართება.
 
მაშ ასე, თასის გათამაშების კალენდარი ასე გამოიყურება.
 
20 იანვარი. საკვალიფიკაციო. რუსთავი
სამედ/აკადემია – დინამო           14:00
სოხუმი – ჭიათურა                       16:00
 
21 იანვარი. მეოთხედფინალი. რუსთავი
1. თსუ – შსს                                                                                                12:00
2. სსაუ – სამედ/აკადემია–დინამოს შორის გამარჯვებული            14:00
3. ენერჯი – სოხუმი–ჭიათურას შორის გამარჯვებული                   16:00
„ბათუმი“ ავტომატურად გავიდა ნახევარფინალში
 
22 იანვარი ნახევარფინალი. რუსთავი
1 – 3
2 – ბათუმი
 
23 იანვარი. ფინალი. თბილისი, სპორტის სასახლე, 15 საათი