სუპერლიგის მეორე წრის განახლებამდე კლუბებს ორ მნიშვნელოვან ტურნირში მოუწევთ მონაწილეობის
მიღება: მიხეილ ქორქია–ზურაბ საკანდელიძის მემორიალსა და საქართველოს თასის
გათამაშებაში.
დღეს სპორტის სასახლეში ამ ტურნირების კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც
ყველა გუნდის წარმომადგენელი და ჟურნალისტები დაესწრნენ. სანამ უშუალოდ კენჭისყრა
გაიმართებოდა, დამსწრეებს სუპერლიგის დირექტრომა გიორგი
ზაბახიძემ მიმართა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ჩემპიონატის პირველი
წრე და მომავალში მწვრთნელებს და გუნდების ხელმძღვანელებს თანამშრომლობისკენ
მოუწოდა, თან წარმატებებიც უსურვა. ამის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე გია
მიქაძემ საკუთარი რედაქციით გამოშვებული წიგნების პრეზენტაცია მოაწყო. ბატონმა
გიამ თარგმნა და ცალ–ცალკე წიგნებად გამოსცა „კალათბურთის ოფიციალური წესები“ და „სახელმძღვანელო
მსაკ–კომისრებისთვის“
კენჭისყრის ფოტოგალერეა: http://superleague.ge/gallery.php?cat=18&alb=423&img=3527
უშუალოდ კენჭისყრას კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო
კომიტეტის თავმჯდომარე როლანდ ხომერიკი და სუპერლიგის დირექტორის მოადგილე პაატა
ლობჟანიძე გაუძღვნენ. ჯერ ქორქია–საკანდელიძის მემორიალის ჯენჭისყრა ჩატარდა,
შემდეგ კი – თასის გათამაშების.
მემორიალში მონაწილეობაზე უარი „ბათუმმა“, „ქუთაისმა“ და „არმიამ“
განაცხადეს, ხოლო დარჩენილი 8 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. გუნდები სუპერლიგის ცხრილის მიხედვით იყვნენ განთესილნი. ერთ კალათაში ცხრილში შედარებით მაღლა მყოფი 4 გუნდი იყო თავმოყრილი, ხოლო მეორეში, შესაბამისად – დაბლა მყოფი გუნდები იყვნენ თავმოყრილნი. კენჭისყრის პრინციპი ისეთი იყო, რომ ერთ ჯგუფში 2 განთესილი და 2 განუთესავი გუნდი მოხვედრილიყო. ერთი წრის შემდეგ
ჯგუფებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
მემორიალს რუსთავის „ენერჯი–ინვესტის“ დარბაზი უმასპინძლებს.
თასის
გათამაშებაში
სუპერლიგის
11–ივე გუნდი მონაწილეობს. მეოთხედფინალები
და ნახევარფინალები
რუსთავში ჩატარდება, ხოლო ფინალს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ტიტულისთვის
ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყება, თუმცა მანამდე პირველი ეტაპი გაიმართება,
რომელშიც სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის 4 აუტსაიდერი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ეს 4 გუნდი მეოთხედფინალის ბოლო, მე–8 საგზურისთვის იბრძოლებს. სუპერლიგის ცხრილში
VII-XI
ადგილებზე
მყოფი ეს გუნდები ბრმა კენჭისყრის შედეგად დაწყვილდა და მათში საუკეთესო მოიპოვებს
მეოთხედფინალის საგზურს. ეს გუნდი დაემატება სუპერლიგის ცხრილის საუკეთესო 7 გუნდს
და თასისთვის ბრძოლაც მეოთხედფინალიდან დაიწყება. რაც შეეხება ამ 7 გუნდს, კენჭისყრა განთესვის შესაბამისად ჩატარდა. ერთ კალათაში ცხრილში მაღლა მყოფი 4 გუნდი განთავსდა, ხოლო მეორეში – მომდევნო 3 გუნდი. შესაბამისად შედგა 4 მეოდხედფინალური წყვილი. “ქუთაისი” მეოდხედფინალურ მეტოქეს თასის პირველ ეტაპში მონაწილე 4 აუტსაიდერი გუნდიდან დაელოდება.
თვალსაჩინოებისთვის კენჭისყრის შედეგებსა და კალენდარს ქვემოთ გთავაზობთ.