თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება

იანვრის ბოლო დღეს საკალათბურთო აკადემიაში 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. პირველი მატჩი გამართა აღნიშნულ ტურნირში უკონკურსოდ მონაწილე გოგონათა ნაკრებმა, რომელმაც “ჰიუნდაი 2”-ს შანსი არ დაუტოვა და 62:46 დაამარცხა.
დაძაბული გამოდგა TBC-სა და “ვესტას” დაპირისპირება. შეხვედრის ბედი ბოლოწამებზე გაირკვა. გამარჯვება დავით მინდორაძის გაწვრთნილმა ვესტელებმა მოიპოვეს – 50:48. დაძაბული გამოდგა”ვარსკვლავებისა” და “იმედი-მართვეს”დაპირისპირება. ავთო ვადაჩკორიას გაწვრთნილმა ვარსკვლავებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთებზე მოახერხეს.
ყველაზე ნაკლებად დაძაბული “აკადემიასა” და “ბასტიონის” შეხვედრა გამოდგა. ალეკო ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს და “ბ” ჯგუფში უდანაკარგოდ ლიდერობენ.
მორიგი მატჩები 1 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლესა და საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
 
თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის. აკადემია. 31 იანვარი
 
“ვარსკვლავები” – “იმედი-მართვე”    47:41
“ბასტიონი” – “აკადემია”                     26:98
“ჰიუნდაი 2” – “ნაკრები”                     46:62
TBC – “ვესტა”                                        48:50