თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა.
1 თებერვალს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო ოთხეულის საგზურები „ჰიუნდაიმ“, „დინამომ“, „ოლიმპმა“ და „აკადემიამ“ მოიპოვეს. მეოთხედფინალური მატჩები 53-ე საჯარო სკოლასი გაიმართა, ხოლო ნახევარფინალები დღეს, 2 თებერვალს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში ჩატარდება.
იხილეთ პლეი ოფის ბადესი წარმოდგენილი მეოთხედფინალის შედეგები და ნახევარფინალური წყვილები.