დასრულდა თბილისის 16-წლამდელთა ჩმპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომლის შედეგადაც 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. ამ 8 გუნდმა უკვე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის საგზურბი და ახლა ბრძოლას დედაქალაქის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
ტურნირის მონაწილე 13 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. შეიქმნა 1 ხუთ და ორიც ოთხგუნდიანი ჯგუფები. თითოეულიდან 2-2 საუკეთესო პირდაპირ გავიდა პლეი ოფში, ხოლო დარჩენილი 2 საგზური 2-მა საუკეთესო მესამეადგილოსანმა მოიპოვა.
რაკი ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობა იყო, საუკეთესო მესამეადგილოსნის გამოსავლენად „ა“ ჯგუფში მე-3-ზე გასულ „მართვეს“ ბოლოადგილოსან თსსუ-სთან ნაჩვენები შედეგი ჩამოეჭრა. ამ გზით სამივე მესამეადგილოსანს თამაშების რაოდენობა გაუთანაბრდა და გაირკვა, რომ მეოთხედფინალის ბოლო 2 საგზური ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდებმა – „ზაზა 1“-მა და „ზაზა 2“-მა მოიპოვეს.
რაც შეეხებათ ლდერებს, ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლეს „დინამომ“, „აკადემიამ“ და „ჰიუნდაიმ“. სწორედ ეს გუნდები მიიჩნევიან საპრიზო ადგილებზე გასვლის მთავარ კანდიდატებად, თუმცა წარმატების მიღწევა შეუძლიათ პლეი ოფში გასულ სხვა გუნდებსაც – „იბერს“, „ორბს“, „არმიას“ და ზაზას აკადემიის ორ წარმომადგენელს.
18 ნოემბერს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 19-ში ოთხივე მეოთხედფინალი თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება.