თბილისის 18-ლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალები: “ჰიუნდაი” – “არმია”, “ზაზა” – “აკადემია”

თბილისის 18-ლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალები: “ჰიუნდაი” – “არმია”, “ზაზა” – “აკადემია”

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. სპორტის ახალ სასახლეში გამართულ მეოთხედფინალებში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა გაიმარჯვეს და ნახევარფინალისტებიც შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ჰიუნდაი“ – „არმია“ და „ზაზა“ – „აკადემია“.
პლეი ოფის ოთხივე შეხვედრა ფავორიტის იოლი გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლა არც ერთ შეხვედრაში არ იყო – მხოლოდ ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდების დერბის საწყის 15 წუთში ვიხილეთ თანაბარი ორთაბრძოლა, თუმცა დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა „ზაზა 1“-მა მეორე პერიოდში საბოლოოდ გატეხა „ზაზა 2“-ის წინააღმდეგობა და საბოლოოდ 77:32 იმარჯვა.
„ჰიუნდაიმ“, რომელიც „ზაზას“ შემდეგ მიმდინარე ტურნირის მეორე დაუმარცხებელი გუნდია, 100:33 გაანადგურა „იბერი“. „არმიამ“ 99:54 სძლია „მართვე 1“-ს, ხოლო ბოლო მეოთხედფინალურ წყვილში „აკადემიამ“ 72:47 მოუგო „დინამოს“. აკადემიელებს აკლდათ ლიდერი ოთარ პერტაია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს და დღევანდელ შეხვედრაში დაისვენა.
სხვალ, 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე „ჰიუნდაი“ „არმიას“ შეხვდება, ხოლო 15:45 წუთზე „ზაზა“ ფინალში გასასვლელ მატჩში „აკადემიას“ დაუპირისპირდება. 17:30 საათზე კი საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება, რომელშიც ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები – თსუ და “მართვე” დაუპირისპირდებიან.