თბილისის 18-წლამდელთ ჩემპიონატში ნახევარფინალი ვითამ და ორბმა შეავსეს

თბილისის 18-წლამდელთ ჩემპიონატში ნახევარფინალი ვითამ და ორბმა შეავსეს

დღეს თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები და დაკომპლექტდნენ. გუშინ გარკვეულ 2 გუნდს დღეს კიდევ 2 შეუერთდა. მეოთხედფინალში ერთმანეთს „ვითა“ და „აკადემია 2“, მეორე წყვილში კი „ორბი“ და „დინამო“ შეხვდნენ.
ფავორიტად მიჩნეულ არც ერთ გუნდს არ გასჭირვებია გამარჰვების მოპოვება – „ვითამ“ 47 ქულით გაანადგურა აკადემიელები, ხოლო „ორბმა“ დინამოელებს 71:55 სძლია. გუშინ კი ნახევარფინალის საგზურები „აკადემიას“ პირველმა გუნდმა და „ჰიუნდაიმ“ მოიპოვეს.
ხვალ, 26 ოქტომბერს დასვენებაა, ხოლო მომავალ სამშაბათს ნახევარფინალში „ორბი“ – „ჰიუნდაი“ და „ვითა“ – „აკადემია“ შეხვდებიან.