თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ორივე ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა. „ჰიუნდაიმ“ დამატებით დროში სძლია „ორბს“, ხოლო „აკადემიამ“ ბოლო წამებზე სძლია „ვითას“.
ჰიუნდელები მთელი თამაში უგებდნენ „ორბს“, თუმცა ბოლო მეოთხედში ამ უკანასკნელმა მცირე ლიდერობა მოიპოვა და ბოლო წუთებამდე წინ იყო. გადამწყვეტ მომენტში ჰიუნდაელებმა შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში, რასაც მათი ხელახალი დაწინაურება მოჰყვა. მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო – „ჰიუნდაი“ 4 ქულას იგებდა, ბურთს ფლობდა და დასრულებამდე 35 წამი იყო.
დარჩენილ დროში ორბის კალათბურთელებმა მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. ბოლო წამებზე გამთანაბრებელი სამქულიანი ნიკა ყირიმელმა ჩააგდო, რომელიც მატჩის ბომბარდირი გახდა 27 ქულით. თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ჰიუნდაელებმა 69:67 იმარჯვეს.
მეორე ნახევარფინალში „აკადემიამ“ 70:66 დაამარცხა „ვითა“. აკადემიელები მთელი თამაში იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ვითელებმა მოახერხეს დაწინაურება. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. ქულით ჩამორჩენილმა „ვითას“ მოთამაშეებმა გადამწყვეტი შეტევა ვერ ჩააგდეს და ფინალში „აკადემიამ“ შეაბიჯა.
მესამე ადგილისთვის და ფინალური მატჩი 28 ოქტომბერს – ახალ სპორტის სასახლეში გაიმართბა.