თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონობისთვის “ჰიუნდაი” და “აკადემია” შეხვდებიან

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონობისთვის “ჰიუნდაი” და “აკადემია” შეხვდებიან

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილნი არიან. დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ შეხვდებიან.
ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური მატჩები მოუგეს ოპონენტტებს. „ჰიუნდაიმ 75:58 სძლია „არმიას“, ხოლო „აკადემიამ“ „ზაზას“ 81:56 მოუგო. როგორც ხედავთ, ორივე შეხვედრაში საკმაოდ დიდი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა სათქმელია, რომ „ჰიუნდაისა“ და „არმიაშ“ შეხვედრაში მესამე პერიოდის მიწურულს ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო – 49:48 ჰიუნდაელთა სასარგებლოდ.
ბოლო პერიოდში ნიკოლოზ ჩრქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ დიდი უპირატესობთ სძლია მეტოქეს და საბოლოოდ 27-ქულიან გამარჯვებას მიაღწია. რაც შეეხება „აკადემიასა“ და „ზაზას“ მატჩს, მომავალმა გამარჯვებულმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე რომ გაექცა, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
დღეს გაიმართა საკვალიფიკაციო მატჩი ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებს შორის. შეხვედრის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-9 საგზურს ეუფლებოდა. თსუ-მ 86:59 სძლია „მართვეს“ და ამ სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებს.
თბილისის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ხვალ, 20 ოქტომბერს, 17:30 საათზე გაიმართება, მანამდე კი მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ზაზა“ და „არმია“ შეხვდებიან.