თბილისის განვითარების კავშირი დედაქალაქის ჩემპიონატების ჩატარებას აგრძელებს

თბილისის განვითარების კავშირი დედაქალაქის ჩემპიონატების ჩატარებას აგრძელებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის განვითარების კავშირი ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას აგრძელებს. 20 იანვარს 16 და 18-წლამდელთა იმ გუნდების შეკრება გაიმართება, რომლებმაც გასულ შემოდგომაზე თბილისის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ საქართველოს პირველობაზე ვერ გავიდნენ.
საქართველოს 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერმოხვედრილი თბილისის გუნდები B ლიგაში იასპარეზებენ და სწორედ ამ ტურნირების დასაგეგმად შედგება შეხვედრა თბილისის განვითარების კავშირის ოფისში 20 იანვარს, 14:00 საათზე, სადაც ამ ასაკში მომუშავე მწვრთნელები არიან მიწვეულნი.

შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იქნებიან 2001 წელს დაბადებულთა (13-წლამდელები) მწვრთნელები, რათა თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის საორგნიზაციო საკითხები იქნას განხილული. აღნიშნული ტურნირის ჩატარების შემდეგ, საქართველოს პირველობაზე ვერგასული გუნდები დედაქალაქის ჩემპიონატის B ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას. 13 და 14 -წლამდელთა B ლიგის მატჩები სტარტს 13-წლამდელთა ქალაქის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ,  უახლოეს მომავალში ერთდროულად აიღებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კალათბურთის განვითარების კავშირი წერეთლის გამზირზე, “დიდუბე-პლაზაში” მდებაზე საკუთარ ოფისში 20 იანვარს, 14:00 საათზე ეპატიჟება თბილისის 13,14, 16 და 18-წლამდელთა გუნდების მწვრთნელებს.