თბილისის მერიის თასი: ბელარუსმა დიდი ბრიტანეთი უიმედო მატჩში დაამარცხა

თბილისის მერიის თასი: ბელარუსმა დიდი ბრიტანეთი უიმედო მატჩში დაამარცხა

თბილისის მერიის თასი ბელარუსისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული გუნდების მატჩით გაიხსნა. ეს მატჩი გახლდათ ძალიან საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მეოთხედში 20 ქულით ჩამორჩენილმა ბელარუსმა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
დიდი ბრიტანეთი თბილისში განთქმული ლუოლ დენგის გარეშე ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, ბრიტანელებმა კარგად დაიწყეს თამაში და თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ მეორე ათწუთეულში 20 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ბელარუსებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. ბელარუსი ხვალ მოლდოვას ხვდება და სავარაუდოდ მოიგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩს, 4 აგვისტოს, დაუმარცხებლად შეხვდება.
თბილისის მერიის თასი. 2 აგვისტო
დიდი ბრიტანეთი 68:77 დიდი ბრიტანეთი
10-12 30-9 19-33 9-23
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=16&gameID=43129&lng=en