თბილისის მერიის თასისთვის აკრედიტაციების მსურველთა საყურადღებოდ

მასმედიის საშუალებებს, რომლებსაც სურთ, გააშუქონ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი „თბილისის მერიის თასი 2015“, გთხოვთ წერილობით გამოაგზავნოთ მოთხოვნა აკრედიტაციის მისაღებად. წერილი უნდა გაკეთდეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურის სახელზე და უნდა იყოს საინფორმაციო საშუალების სახელობით ბლანკზე დატანილი, სადაც ჩამოთვლილი იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველთა გვარ-სახელები და მათი თანამდებობები (ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი).
აკრედიტაციების მისაღებად განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 7 აგვისტო.
წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: tbilisicup@gmail.com  ან მოგვაწოდეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა