თბილისში დიდი სერბი კალათბურთელი, მრავალი ტიტულის მფლობელი ცენტრალური თავდამსხმელი, ვლადე დივაცი ჩამოვა. ვეტერანი სერბი კალათბურთელი ამჟამად სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა და საქართველოს დედაქალაქში სორტული ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად ჩამოდის. თბილისი ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატია ჩეხურ ქალაქ ბრნოსთან ერთად და დივაცი სწორედ იმ კომისიაში შედის, რომელმაც გამარჯვებული ქალაქი უნდა გამოავლინოს.
დივაცი სხვადასხვა სპორტულ კომპლექსს დაათვალიერებს და რა თქმა უნდა, სპორტის სასახლეშიც მივა, სადაც მას ახალგაზრდა კალათბურთელები დახვდებიან და მათ სერბი კალათბურთელი საჩვენებელ ვარჯიშებს ჩაუტარებს. პარასკევს, 18 საათიდან სასახლის კარები ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დივაცის ვარჯიშების თვალის დევნება. ვლადე დივაცის ვიზიტი ერთ დღეს გაგრძელდება – ის 12 სექტემბერს ჩამოვა და თბილისს იმავე საღამოს დატოვებს.
ვლადე დივაცის ტიტულები იუგოსლავიის ნაკრებში
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაო
1987 წლის ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაო
1988 წლის ოლიმპიადა ვერცხლი
1989 წლის ევროპის ჩემპიონატი ოქრო
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ოქრო
1991 წლის ევროპის ჩემპიონატი ოქრო
1995 წლის ევროპის ჩემპიონატი ოქრო
1996 წლის ოლიმპიადა ვერცხლი
1999 წლის ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაო
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ოქრო
პირადი მიღწევები
– 1989–90 ნბა–ს ახალბედათა პირველი ხუთეული
– 2001 წლის ნბა–ს ყველა ვარსკვლავის მატჩი
– ევროლიგის 50 საუკეთესო მონაწილეთა შორის ადგილი
– 1989 წლის ევროპის საუკეთესო კალათბურთელი
– ნბა–ს გუნდმა „საკრამენტო კინგსმა“ დივაცის საპატივცემულოდ 21–ნომრიანი მაისურა გააუქმა და საკუთარ არენაზე გამოფინა