თბილისში ოთხთა საერთაშორისო ტურნირი იწყება

თბილისში ოთხთა საერთაშორისო ტურნირი იწყება

დღეს თბილისის საერთაშორისო ტურნირი იწყება. საქართველოს  დედაქალაქში A დივიზიონის წევრი უკრაინა და B–დივიზიონელები: რუმინეთი და ბელორუსი ჩამოვიდნენ. სამივე ნაკრები 22 ივლისს ჩამოფრინდა თბილისში და „ქორთიარდ მარიოტში“ დაბინავდა. ამ სასტუმროშივე ცხოვრობს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც პირველ მეტოქედ რუმინეთი ჰყავს.
გუშინ სპორტის სასახლეში ყველა ნაკრებმა ივარჯიშა. დილიდან სპორტის სასახლის მოედანი ქართველებმა დაიკავეს და სწორედ ამ დროს ესტუმრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი იგორ კოკოშკოვის გუნდს.
 

საქართველსო ნაკრები ერთ მუშტად შეიკრა
 
ჩვენებს საღამოს ვარჯიში არ ჰქონიათ – სპორტის სასახლე ჯერ ბელარუსებმა, შემდეგ რუმინელებმა, ბოლოს კი უკრაინელებმა დაიკავეს.
საქართველოს ნაკრები ამ ტურნირს 14 კალათბურთელით ხვდება. ის 16–კაციანი შემადგენლობა, რომელიც ავსტრიაში შეკრებაზე იმყოფებოდა, იგორ კოკოშკოვმა 14–ამდე შეკვეცა – ნაკრებს ახალგაზრდა მოთამაშები: კოსტანტინე ტომარაძე და მიხეილ ბერიშვილი გამოაკლდნენ.
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება ჩვენი ნაკრების ემადგენლობა და მწვრთნელიც გადაწყვეტს, ვის რომელი პოზიცია და ადგილი მიუჩინოს.
ოთხთა ტურნირი ერთ წრედ გაიმართება და მესამე ტურის თავზე გამარჯვებულიც ცხრილის მიხედვით გამოვლინდება. დაწესებულია არაერთი პრიზი: საუკეთესო მცველის, ფორვარდის, ცენტრის, მოთამაშის და ბომბარდირის.
 

ბელარუსებსაც ჰყავთ თავიანთი ამერიკელი
 
23 ივლისი
 
უკრაინა – ბელარუსი                      15:30
საქართველო – რუმინეთი             18:00
 
24 ივლისი
 
უკრაინა – რუმინეთი                     15:00
საქართველო – ბელარუსი            18:00
 
25 ივლისი
 
რუმინეთი – ბელარუსი                15:00
საქართველო – უკრაინა                18:00