თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება. ესპანეთში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, Liga Endesa-დ წოდებული უმაღლესი ლიგის ხელმძღვანელობამ 2017-18 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.  ხუთ რჩეულ კალათბურთელს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელია.

სრულად ესპანური სეზონის სიმბოლური ასე გამოიყურება:

ჰენკ ნორელი (“გიპუსკოა”), გარი ნილი (“სარაგოსა”), ლუკა დონჩიჩი (“რეალი”), თორნიკე შენგელია (“ბასკონია”), სილვენ ლანდესბერგი (“ესტუდიანტესი”).

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, თორნიკე შენგელია ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.