ესპანეთის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის მებრძოლი თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესოდ დაასახელეს. ეს აღიარება სოლიდური ბონუსია ქართველიფორვარდისთვის, რათა მთლიანი სეზონის MVP-ის ტიტული მოიგოს.
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მურსიას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. შენგელიამ შეხვედრის MVP გახდა. ქართველმა კალათბურთელი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 28 ქულა და 10 მოხსნა – ხოლო სარგებლიანობის ინდექსით 41-ს უწია. სწორედ ეს შედეგი გახდა ტურის საუკეთესოდ დასახელების მიზეზი: თორნიკეს შედეგი ვერავინ გადაფარა და ლიგის ხელმძღვანელობამ ქართველი ფორვარდი 30-ე ტურის მოთამაშედ დაასახელა. შენგელიამ ეს ტიტული მიმდინარე სეზონში მესამედ დაიმსახურა.
MVP
#KBAUCAM | Estos son los grandes números de Toko Shengelia ante UCAM Murcia CB ✔ 28 puntos✔ 10 rebotes✔ 41 valoración#GoazenBaskonia
Posted by Baskonia on 2018 m. balandis 29 d.