თორნიკე შენგელიამ ტრავმის გამო არ ითამაშა

თორნიკე შენგელიამ ტრავმის გამო არ ითამაშა

თორნიკე შენგელიას ტრავმა აწუხებს და ამის გამო უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა. ესპანური „ბასკონიას“ ქართველმა ფორვარდმა 20 იანვარს, ევროლიგაში, პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” მატჩში არ უთამაშია, წუხელ კი, ესპანური ლიგის მორიგ მატჩშიც ვერ ვიხილეთ.
შენგელიას არყოფნაში, ბასკურმა კლუბმა საბერძნეთში 62:92 წააგო, ესპანეთის ჩემპიონატში კი სტუმრად, “მურსიას” 92:71 სძლია. “ბასკონიამ” 12 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 იანვარს, შინ, “ბარსელონასთან” ჩაატარებს.