ტრავმირებულ
ლიდერების დაბრუნებასთან ერთად “ბრუკლინ ნეთსი” კონფეფრენციაში იმ ადგილს
იბრუნებს, რომელიც მისი გაქანების გუნდს შეეფერება. დერონ უილიამსისა და პოლ
პირსის გამოჯანმრთელების შემდეგ ბრუკლინელებმა მოგებებს უხშირეს და
აღმოსავლეთის ცხრილში ნელ-ნელა მაღლა მიიწევენ. თორნიკე შენგელიას გუნდმა დღეს,
გამთენიისას “ფილადელფია” გაანადგურა. “ნეთსმა” მეტოქე 36 ქულით – 130:94
დაამარცხა.
გამორჩეული შედეგი დააფიქსირა ბრუკლინელთა ერთ-ერთმა
ლიდერმა ჯო ჯონსონმა, რომელმაც 10 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 37 ქულა
მიითვალა. თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 6.15 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 1 მოხსნა და
1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ბრუკლინელთათვის ეს გახლდათ მე-9 გამარჯვება 15 წაგების
ფონზე და ამ შედეგით შენგელიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე
აღზევდა. მომდევნო მატჩში, 18 დეკემბერს,”ნეთსი” შინ “ვაშინგტონს”
უმასპინძლებს.