17 წლის თორნიკე შენგელია ისევ გამოჩნდა ესპანური პრიმერადივიზიონის ერთ–ერთ მოწინავე გუნდ „პამესას“ შემადგენლობაში. ის არამარტო გამოჩნდა, არამედ ვალესნიურ კარიერაში სარეკორდოდ ბევრი – 7 ქულა მოაგროვა. თორნიკე ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და „პამესა“ მას ასაკობრივ ჩემპიონატში ათამაშებს, თუმცა გუშინ ესპანეთის უმაღლესი ლიგის მატჩშიც გაიყვანა მოედანზე და ქართველ ფორვარდს თავი არ შეურცხვენია. საინტერესო კი ისაა, რომ შენგელიას ვლადიმერ ბოისას „მენორკასთან“ მოუწია თამაშმა.
შენგელიამ 9 წუთს იასპარეზა და ვალენსიელებს 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეაწია, მისმა გუნდმა კი 87:56 იმარჯვა.
თორნიკე შენგელია
შენგელიას დაფარებას მენორკელი
ბად ელი ცდილობს
თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მსაჯებს 4 პერსონალური ფოლი დასტყუა.
ბოისამ მოედანზე 17 წუთი დაყო და მენორკელებს 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ვოვამ 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 2 ორქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა.
“პამესა” 12 მოგებითა და 9 მარცხით მე-7 ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო “მენორკა” 5 გამარჯვებითა და 16 წაგებით ბოლოსწინა, მე-16 პოზიციაზეა.
4 მოგებითა და 17 მარცხით უკანასკნელ ადგილზე დარჩა ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელმაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ მადრიდის “რეალთან” დრამატული მატჩი ოვერტაიმში 92:95 დათმო.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა სევილიელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 36 წუთში გუნდს 7 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი შესძინა.