ევროლიგის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიას გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ესპანეთის ქალაქ ვიტორიას გუნდმა „ლაბორალ კუჩამ“ შინ ბელგიურ „ლიმოჟს“ სძლია და ჯგუფიდან გამსველ ოთხეულს შორის ადგილი დაიბევა.
ქართველმა ფორვარდმა ჯგუფიდან გამსვლელ მატჩში შედეგიანად ითამაშა. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 21:17 წუთი გაატარა და შედეგიანობით გამოირჩა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ თორნიკეს ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა, რითაც ის შედეგიანობით საუკეთსო სამეულში შევიდა.
საუკეთესო შედეგი დარიუს ადამსმა დააფიქსირა, რომელმაც 19 წუთში 23 ქულა მიითვალა. ვიტორიელებმა ბელგიური გუნდი იოლად – 92:56 დაამარცხეს და 5 მოგებითა და 3 მარცხით ჯფუფში მეორე ადგილზე გამაგრდნენ. მომდევნო, ბოლოსწინა ტურში, შენგელიას გუნდი 10 დეკემბერს სტუმრად სტამბოლის „ეფესს” შეხვდება.