თორნიკე შენგელიას 20-ქულიანი მატჩი ევროლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავის კლუბში საუკეთესო მატჩი გამართა. „ლაბორალ კუტჩამ“ ესპანურ დერბიში ევროლიგის ეგიდით ვალენსიაში ითამაშა და მიუხედავად დამარცხებისა, ქართველი გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა.
თორნიკე შენგელიამ ხუთეულში, 25 წუთი ითამაშა და 20 ქულა დააგროვა. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად თორნიკემ 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 1 პერსონალური მიიღო და მასზე მეტოქეები 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ლაბორალის“ შემადგენლობაში შენგელიას შემდეგ ფრანგი ტომას უერტელი გამოირჩა 11 ქულითა და 7 პასით. გამარჯვებულ ვალენსიელთაგან კი 23 ქულით საუკეთესო ლიუკ ჰარანგოდი გახლდათ. შენგელიას გუნდმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგო, თუმცა მეორე და მესამე ჯამში 14 ქულით დათმო და საბოლოოდ მარცხიც განიცადა – 69:79.
„გალათასარაისთან“ და „ცხრვენა ზვეზდასთან“ ერთად „ლაბორალს“ 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და D ჯგუფში II-IV ადგილებს იყოფს. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 13 ნოემბერს შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.
ოლიმპიაკოსი
4
0
281
263
18
გალათასარაი
2
2
323
299
24
ცრვენა ზვევდა
2
2
290
276
14
ლაბორალი
2
2
305
301
4
ვალენსია
1
3
274
287
-13
ნეპტუნასი
1
3
301
348
-47