თსუ-მ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

თბილავიამშენი – თსუ 71:7926:19, 18:24, 17:19, 10:17
თბილავიამშენი: ნინიაშვილი (13 ქ. 7 მ), ტუღუში (12 ქ. 5 მ), ნიკოლაძე (11 ქ), მათიაშვილი (11 ქ. 8 მ. 4 ჩ).თსუ: ფანჩულიძე (26 ქ. 8 მ. 4 პ. 2 ჩ), ტყეშელაშვილი (20 ქ. 3 მ), ბარბაქაძე (14 ქ. 8 მ. 3 ჩ), ხეცურიანი (11 ქ. 7 მ. 5 პ. 2 დ).

 
თსუ-მ მიხეილ ფანჩულიძისა და ლევან ტყეშელაშვილის კარგი თამაშით მეოთხე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
ფანჩულიძემ თამაშიდან 24-ში 11 სროლა გამოიყენა და შეტევაში 4 მოხსნა გააკეთა, ხოლო ტყეშელაშვილმა კი 4 სამიანი გამოიყენა.
“თბილავიამშენს” არ წაუვიდა შორეული სროლები და გუნდმა 26 სამიანიდან მხოლოდ 7 შეასრულა ზუსტად. კოტე ტუღუშის ანგარიშზე 6 შეცდომა და მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
სერია: 2:2