ტორინ გრინმა კარგი თამაშით საკუთარ თავს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა

ტორინ გრინმა კარგი თამაშით საკუთარ თავს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა

მე-13 ტურში ტორინ გრინის “გრან კანარია” ქუინტონ ჰოსლის “ხუვენტუტს” მასპინძლობდა და საქართველოს ნაკრების 2 ნატურალიზებული ამერიკელის დუელიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ ქუინტონი, სავარაუდოდ, ტრავმის გამო, მოედანზე არ გასულა. რაც შეეხება ტორინ გრინს, იგი კანარიელთა შორის საუკეთესო იყო.
 
გრინი “გრან კანარიას” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 19 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ეს შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. გრინმა ოთხივე ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება შეხვედრას, იგი ტორინ გრინის გუნდმა მოიგო – 89:81.
 
„გრან კანარიამ“ 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა, რამაც მე-8 ადგილზე ანაცვლების საშუალება მისცა. ბადალონელებს კი ასეთივე მონაგარით მე-12 პოზიცია უკავიათ.
ასევე 7 გამარჯვებით მე-5 საფეხურზე დარჩა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ლაგუნ არო”, რომელიც მალაგაში “უნიკახასთან” 56:69 დამარცხდა. სანსებასტიანელთა თავკაცმა პაბლო ლასომ ქართველი ფორვარდი 13 წუთს ათამაშა, “სკიტამ” კი 2 ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ორქულიანი ჩააგდო, 2 ჯარიმა ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა.
 

ბურთით ტორინ გრინია