ცინცაძემ დონეცკელებს აზოვმაშთან 15 ქულა მიაშველა

ცინცაძემ დონეცკელებს აზოვმაშთან 15 ქულა მიაშველა

გიორგი ცინცაძის მორიგი წარმატებული მატჩი უკრაინულ “დონეცკში”. მეშახტეთა ქალაქის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურში “აზოვმაში” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში – 79:71 დაამარცხა.
ქართველი უკანახაზელი დონეცკელთ გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედია. ცინცაძემ თავისიანებს 15 ქულა მიაშველა, შეტევის ორგანიზებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:31 წუთი გაატარა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო, მთლიანობაში 15 ქულა მოაგროვა და ამას 3 მოხსნა და 3 პასი მოაყოლა. ცინცაძეზე მეტი, 16 ქულა, დონეცკელთაგან მხოლოდ მარკო კილინგსვორტმა მოაგროვა.
2-დან 2 გამარჯვებით დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის ლიდერთა შორის არიან. მომდევნო მატჩს “მეახტეები” 30 ოქტომბერს კვლავ შინ, “დნიპროსთან” გამართავენ.