ცინცაძემ ნახევარფინალში გამსვლელ მატჩში 18 ქულა დააგროვა

ცინცაძემ ნახევარფინალში გამსვლელ მატჩში 18 ქულა დააგროვა

გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. კიეველებმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 101:97 მოუგეს „გოვერლას“ და საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვეს.
 

 
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო გიორგი ცინცაძემ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ცინცაძემ 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. კიეველთა ბომბარდირი 31 ქულით მალკოლმ დილეინი გახდა.
 
ნახევარფინალში კიეველთა მეტოქე „გალიჩინა“ იქნება, რომელმაც მეოთხედფინალიდან „ხიმიკი“ გააგდო. სერიის პირველი და მეორე შეხვედრა 26 და 28 აპრილს კიევში გაიმართება.