ცინცაძემ “პარნუს” არც ერთი არ ააცილა

ცინცაძემ “პარნუს” არც ერთი არ ააცილა

გიორგი ცინცაძის „როკმა“ დღეს ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელიც გასავარჯიშებელი ხასიათის უფრო იყო, რადგან მეტოქე ჰყავდა ძალიან სუსტი . ტარტუელებმა „პარნუს“ უმასპინძლეს და 118:80 დაამარცხეს.
 
„როკის“ მწვრთნელმა გუნდის ლიდერები არ დატვირთა და შედარებით მცირე ხნით გაიყვანა მოედანზე. გიორგი ცინცაძეს 18 სათამაშო წუთი ებოძა, რის განმავლობაშიც ქართველმა გამთამაშებელმა ჩინებული შედეგი აჩვენა. ცინცაძემ 6 სროლიდან ყველა ჩააგდო: 3–დან 3 ორქულიანი და 3–დან 3 საჯარიმო. შესაბამისად, გიორგიმ 9 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა.
 
„როკს“ 8 თამაშიდან 7 გამარჯვება აქვს და ესტონეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება.
 

გიორგი ცინცაძე მეტოქეთა გარემოცვაში