ცინცაძემ “როკს” 18 ქულა მიაშველა

ცინცაძემ “როკს” 18 ქულა მიაშველა

გიორგი ცინცაძის „როკმა“ ბალტიის ლიგაზე უშუალო კონკურენტ „რუდუპისს“ 86:62 მოუგო და ამ მატჩში საუკეთესო ქართველი გამთამაშებელი გახდა. სანაც ცინცაძის მონაგარზე ვისაუბრებდეთ, აღვნიშნავთ, რომ ლიტვური გუნდი „რუდუპისი“ „როკთან“ ერთად ბალტიის ლიგის სათავეში იყო. ორივეს ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 10 მოგება, 5 წაგება. აი, ასეთი პრინციპული მეტოქე დაამარცხებინა ცინცაძემ თავისიანებს.
 
ქართველი უკანახაზელი 18 ქულით საკუთარ გუნდში ბომბარდირი გახდა. ცინცაძემ ზუსტი მიზანი გამოიჩინა. მან 2–დან 2 სამქულიანი, 2–დან 2 საჯარიმო და 7–დან 5 ორქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, გიორგიმ 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაც მიითვალა.
 
ტარტუელებმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგეს, მეორეში კი ინიციატივა სრულად იპყრეს ხელთ და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც იმარჯვეს. ამ გამარჯვებით „როკი“ მოსწყდა „რუდუპისს“ და ბალტიის ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლიგის პოტენციური ლიდერი ამჟამად მესამე ადგილზე მყოფი რიგის ვეფ–ია, რომელსაც „როკზე“ 3–ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ლატვიური გუნდის ბალანსი 11 მოგება და 2 მარცხია.