ცინცაძის 10 ქულა და ბუდიველნიკის მე-6 გამარჯვება უკრაინის სუპერლიგაში

ცინცაძის 10 ქულა და ბუდიველნიკის მე-6 გამარჯვება უკრაინის სუპერლიგაში

გიორგი ცინცაძის გუნდმა მორიგი გამარჯვება დნეპროპეტროვსკის „დნიპროსთან“ იზეიმა. კიევის „ბუდიველნიკმა“ დნეპროპეტროვსკულ გუნდს დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 96:79 მოუგო, რაშიც თავისი წვლილი ქართველ გამთამაშებელსაც მიუძღვის.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, ცინცაძემ 10 ქულა მოაგროვა, რასაც 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაყოლა. კიეველთა ბომბარდირი ტრადიციულად ლეო ლაიანსი გახდა 20 ქულით, ხოლო არტურ დროზდოვმა თავი 17 ქულას მოუყარა.
ამ მატჩის შემდეგ ცინცაძის გუნდს 6 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა და სუპერლიგის ცხრილში „ხიმკისთან“ ერთად II-III ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 28 ოქტომბერს, „ბუდიველნიკი“ კიევში „აზოტს“ მიიღებს.