ცინცაძის 2-2 ქულა-მოხსნა პოლონურ გამარჯვებაში

ცინცაძის 2-2 ქულა-მოხსნა პოლონურ გამარჯვებაში

გიორგი ცინცაძის “ტუროვმა” VTB ლიგაზე ურთულესი მეტოქედაამარცხა.”დონეცკი” სტუმრად ეთამაშა პოლონურ “ტუროვს” და მასპინძელი ქომაგების დიდი წნეხის მიუხედავად, დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა – 108:104.
როგორც ხედავთ, თამაში ქულაუხვი იყო, თუმცა ქართველი გამთამაშებელი ამ მხრივ ვერ გამოირჩა. ცინცაძემ მხოლოდ 15 წუთს ითამაშა, რის განმავლობაშიც უკრაინულ გუნდს 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შემატა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კიააცილა.
“დონეცკს” ამერიკელმა კალათბურთელებმა – ბენ მაკოლიმ (28 ქულა) და ბერნარდ კინკმა (26) ულიდერეს. ცინცაძის გუნდი 3 მოგებითა და 1 მარცხით “ა” ჯგუფში მეორე ადგილზეა წაუგებელი”უნიკსის” შემდეგ. მომდევნომატჩს დონელკელები 11 ნოემბერს, სტუმრად “ენისეისთან” ჩაატარებენ.