ცინცაძის 23 ქულამ “ჩემპვილს” “ბიბლოსთან” ვერ უშველა

ცინცაძის 23 ქულამ “ჩემპვილს” “ბიბლოსთან” ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ლიბანის ჩემპიონატში. ქართველი კალათბურთელის „ჩემპვილი“ სტუმრად „ბიბლოსს“ შეხვდა და ცინცაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად უიმედოდ დამარცხდა – 69:86.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 32 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან საუკეთესო იყო. ცინცაძემ 7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 23 ქულასთან ერთად გიორგიმ 3 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. „ჩემპვილში“ 14-14 ქულა ჰქონდათ სერბ ვლადან ვუკოსავლიევიჩსა და ამერიკელ ფილიპ ტაბეტს.
5 მოგებითა და 10 მარცხით „ჩემპვილი“ 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. 4 აპრილს ცინცაძის გუნდი ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ „მუთაჰედს“ უმასპინძლებს.