ცინცაძის 24 ქულა კიეველებს გასამარჯვებლად არ ეყოთ

ცინცაძის 24 ქულა კიეველებს გასამარჯვებლად არ ეყოთ

უკრაინის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებულმა „ბუდიველნიკმა“ მესამე მატჩში მარცხი განიცადა. გიორგი ცინცაძის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, კიეველებმა ივანო-ფრანკოვსკში „გოვერლასთან“ ვერაფერი გააწყვეს. მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და 102:95 იმარჯვეს.
 

 
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 27,48 წუთში 24 ქულა დააგროვა. ცინცაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგო. 24 ქულასთან ერთად გიორგის 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაუგროვდა.
 
„ბუდიველნიკში“ ცინცაძეზე მეტი – 27 ქულა ჰქონდა არტურ დროზდოვს, თუმც მარგი ქმედეგის კოეფიციენტით კიეველთაგან საუკეთესო ლეო ლაიონსი გახდა – 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი.
 
სერიაში, რომელშიც გამარჯვება 4 მოგებამდეა, ანგარიში 2:1 გახდა. მომდევნო მატჩს კვლავ „გოვერლა“, 17 აპრილს უმასპინძლებს.