ცინცაძის 5 სამქულიანი “კალევს”

ცინცაძის 5 სამქულიანი “კალევს”

          ბალტიის ლიგა
გიორგი ცინცაძემ საკუთარი ბალტიის ლიგის მორიგ ტურში საკუთარი სნაიპერული თვისებები გამოავლინა. ქართველი უკანახაზელი „როკს“ პრინციპულ მატჩში დაეხმარა – ცინცაძის სამქულიანებმა ტალინის „ტტუ კალევი“ წელში გატეხა და „როკერებმაც“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 94:74.
 
 
 
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ტალინში გაიმართა, ტარტუელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ქართველმა უკანახაზელმა 22,18 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში ცინცაძის საშუალო მანძილიდან არ შეუტევია. სამაგიეროდ, გიორგიმ 7 სამქულინი ესროლა და 5 ჩააგდო, რასაც 2–დან 1 საჯარიმოც მიამატა და 16 ქულა მოაგროვა. ცინცაძეს ასევე 5 პასიც გაუგროვდა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგი გახლდაც. მიუხედავად იმისა, რომ „როკერ“ იანარ ტალტსს 21 ქულა ჰქონდა, ცინცაძე საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
 
ამ გამარჯვებით „როკი“ ბალტიის ლიგის პირველ საფეხურზე გადავიდა, თუმცა მდევარ რიგის ვეფ–ს 2 მატჩით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. „როკს“ ბალტიის ლიგაში ახლა ხანგრძლივი დასვენება ელის – მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 18 დეკემბერს ჩაატარებს „კალევ–კრამოს“ წინააღმდეგ.
 
 
            იტალიის სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.  ორივე გუნდს ამ მატჩამდე ერთნაირი შედეგი ჰქონდა – 3 გამარჯვება და 2 მარცხი. შეხვედრაც თანაბარი გამოვიდა, თითქმის მთელმა თამაშმა ქულა-ქულაში ჩაიარა და გუნდები ბოლო მეოთხედს თანაბარი ანგარიშით (54:54) შეხვდნენ. გადამწყვეტ პერიოდში ყველაფერი ქართველი ფორვარდის გუნდისთვის სასიკეთოდ გადაწყდა – სტუმართა კალათბურთელები ოდნავ ძლიერები აღმოჩნდნენ და შეხვედრა 75:71 მოიგეს.
იტალიური კლუბის ქართველი ლიდერი მოედანზე გატარებულ 17 წუთში მხოლოდ 5 ქულას (3-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და ერთ შედეგიან გადაცემას დასჯერდა. ამასთან, “მანუმ” ბურთი ორჯერ დაკარგა და 4 პერსონალური მიიღო, “აველინოს” კალათბურთელები კი მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.ამ გამარჯვების შემდეგ “კანტუს” 8 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.
8 ქულა აქვს ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსსაც”. ბოლონიელები მე-6 ტურის შეხვედრას დღეს საკუთარ მოედანზე, “მონტეგრანაროს” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
 
 
           ბელგიის ჩემპიონატი 
თორნიკე შენგელიას „პეპინსტერს“ უიღბლობა დასჩემდა.  19 წლის ქართველი ფორვარდის გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. „პეპინსტერი“ “ლეუვენს” მასპინძლობდა და პირველი მეოთხედი დამაჯერებლადაც მოიგო (21:14). თუმცა, შემდეგ ანგარიშში სხვაობამ თანდათან კლება იწყო და მეოთხე პერიოდს მასპინძლები მხოლოდ მინიმალური უპირატესობით (55:54) შეხვდნენ. “პეპეინსტერის” კალათბურთელებმა ვერც ბოლო ათწუთეულში შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ 73:81 დამარცხდნენ.
შენგელიამ 12 წუთი ითამაშა და 5 ქულის (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნისა და 1 ჩაჭრის გაკეთება მოახერხა. შენგელია 3-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელაც მას დაუფარეს.
7 ტურის შემდეგ “პეპინსტერს” მხოლოდ 2 მოგება აქვს და “ლეუვენსა” და “გენტთან” მეხუთე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.
 
                ადრიატიკის ლიგაადრიატიკის ლიგის მორიგი ტური წარუმატებელი გამოდგა „ოლიმპიასთვის“. ლიუბლიანურმა გუნდმა ზაგრებში „ცედევიტასთან“ უშანსოდ – 57:95 წააგო, გიორგი შერმადინს კი მხოლოდ 9 სათამაშო წუთი მიეცა და ამ დროის კვალობაზე ქართველმა მეფარემ საკმაოდ კარგი სტატისტიკა აჩვენა. შერმადინმა 3 დაფარება, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თამაშიდან განხორციელებული ერთადერთი ორქულიანიც ჩააგდო.
 
„ოლიმპიას“ 5 მოგება და 3 დამარცხება აქვს და ადრიატიკის ლიგაში „ცედევიტასთან“, „ბუდუჩნოსტთან“ და „ნიმბრუკთან“ ერთად 3–5 ადგილებს იყოფს.