ცინცაძის 7 ქულა და ლიგიდან გავარდნის ტოლფასი წაგება ნანტერთან

ცინცაძის 7 ქულა და ლიგიდან გავარდნის ტოლფასი წაგება ნანტერთან

გიორგი ცინცაძის „რუანმა“ მორიგი ტურის მატჩი წააგო და საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა. რუანელებმა „ნანტერს“ უმასპინძლეს და 10 ქულით – 70:80 წააგეს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „რუანი“ კი უახლოეს გუნდს 3 ქულით ჩამორჩება. უმაღლესი ლიგიდან ბოლო 2 გუნდი ვარდება.

ქართველმა უკანახაზელმა „ნანტერთან“ საკმაოდ დიდ ხანს და შედეგიანად ითამაშა. ცინცაძემ მოედანზე 22 წუთი დაჰყო და 7 ქულა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. მასპინძელთა გუნდში საუკეთესო გერშონ იაბუსელე იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავი 23 ქულას მოუყარა.
რუანელებს 32 ტურის თავზე მხოლოდ 6 მოგება აქვთ და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 7 მაისს, „პო ორტეზს“ შეხვდებიან.