ცინცაძის ბალტიური 27 ქულა!

გიორგი ცინცაძემ მიმდინარე სეზონში ერთ–ერთი საუკეტესო მატჩი ჩაატარა, ტალინის „კალევს“ 27 ქულა ჩაუგდო, თუმც მის გარჯას „ტარტუ როკის“ წაგება აფერმკრთალებს.
ტარტუელებმა ბალტიის ლიგის მორიგ ტურში თანამემამულე „კალევი“ ისტუმრეს და დამატებით დროში 83:87 დამარცხდნენ. ცინცაძემ ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე 40 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 27 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი თამაშისა 8 დაკარგვა იყო, სხვა მხრივ, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა მარგი ქმედების კოეფიციენტის გათვალისწინებით. ცინცაძემ ჩააგდო 7–დან 4 ორქულიანი, 10–დან 5 სამინი და 4–დან 4 საჯარიმო.
ვიქტორ სანიკიძემ ამ შეხვედრაში 7 წუთი ითამაშა და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
9 ტურის შემდეგ „როკი“ მე–6 ადგილზეა. ტარტუელებს 4 გამარჯვება აქვთ 5 მარცხის წილ.
 

ბურთითაა გიორგი ცინცაძე