ცინცაძის ბუდიველნიკი უკრაინის ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდა

ცინცაძის ბუდიველნიკი უკრაინის ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდა

გიორგი ცინცაძეს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებს. მისმა „ბუდიველნიკმა“ ფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში მარიუპოლის „ბუდიველნიკი“ 89:75 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
 
ცინცაძემ სასტარტო ხუთეულსი – მთლიანობაში 26,17 წუთი ითამაშა. ქართველმა გამთამაშებელმა 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 11 ქულა დააგროვა და ამას მატჩში უმეტესი 8 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ცინცაძე კიეველთაგან მე-2 იყო. ქართველ უკანახაზელზე შედეგიანად არტურ დროზდოვი გაისარჯა, რომელმაც 13 ქულა დააგროვა.
 
ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა მარიუპოლში, 29 მაისს გაიმართება. თუკი მასპინძლები მოიგებენ, მე-7, გადამწყვეტ მატჩს კიევი უმასპინძლებს.