ცინცაძის ბუდიველნიკმა კრივბასი არ დაინდო

ცინცაძის ბუდიველნიკმა კრივბასი არ დაინდო

კიევის „ბუდიველნიკმა“ უიღბლო სერია შეწყვიტა. უკრაინის ჩემპიონატში განცდილი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ გიორგი ცინცაძის გუნდმა „კრივბასს“ უმასპინძლა და 16 ქულის სხვაობით – 82:66 დაამარცხა.
 
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამათამაშებელი „ბუდიველნიკის“ ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ცინცაძემ 4 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
 
 
კიეველებს ამერიკელთა ტანდემმა ულიდერა. მალკოლმ დილეინმა 22, ხოლო ლეო ლაიანსმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ამ გამარჯვებით „ბუდიველნიკი“ ცხრილში მე-4 ადგილზე განთავსდა. ცინცაძის გუნდს 12 მოგება და 5 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას კიეველები „აზოტთან“, 7 დეკემბერს გამართავს.