ცინცაძის “დონეცკმა” მე-9 გამარჯვება კრივოი როგში მოიპოვა

ცინცაძის “დონეცკმა” მე-9 გამარჯვება კრივოი როგში მოიპოვა

საქართელოს ეროვნული ნაკრების გამთამშებლის უკრაინულმა გუნდმა “დონეცკმა” შიდაჩემპიონატში მორიგი, მე-9 გამარჯვება მოიპოვადა გათამაშებას დაუმარცხებლად ლიდერობს. დონეცკელებმა წარმატებას კრივოი როგში “კრივბასთნ” შეხვედრაში მიაღწიეს – 78:67.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, მოედანზე კი 22.28 წუთი გაატარა და 1 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ცინცაძემ თითო ორ და სამქულიანისროლები ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. სტუმართა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ბენ მაკკოლი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი
“დონეცკი” მომდევნო ტურში, 20 დეკემბერს, “ოდესას” დაუპირისპირდება.