ცინცაძის “დონეცკს” უკრაინის თასი “ბუდიველნიკმა” დაათმობინა

ცინცაძის “დონეცკს” უკრაინის თასი “ბუდიველნიკმა” დაათმობინა

გიორგი ცინცაძის “დონეცკი” უკრაინის თასის გათამაშების ფინალში დამარცხდა. დონეცკელებმა ტიტული უკრაინის მოქმედ ჩემპიონ კიევის “ბუდიველნიკთან” დათმეს. მატჩი კიევში გაიმართა და მასპინძლებმა “დონეცკი” 96:88 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დონეცკელთა სასტარტო ხუთეულში, 28,39 წუთი ითამაშა. ცინცაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში გიორგიმ 8 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ცინცაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დონეცკელთა შორის მეორე შედეგი იყო. საუკეთესო კი ბერნარდ კინგი (27) გახდა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.