ცინცაძის “გრავლინმა” “დიჟონსაც” მოუგო და საფრანგეთის ჩემიონატში მე-2 ადგილზეა

ცინცაძის “გრავლინმა” “დიჟონსაც” მოუგო და საფრანგეთის ჩემიონატში მე-2 ადგილზეა

გიორგი ცინცაძის „გრავლინი“ საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას აგრძელებს. დიუნკერკელებმა მორიგ, მე-13 ტურში „დიჟონს“ უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად – 89:68 სძლიეს.
ქართველმა უკანახაზელმა 9 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. ცინცაძემ პერიმეტრიდან 3-ჯერ შეუტია და 1 სამქულიანი ჩააგდო. სხვა სტატისტიკური მონაცემი გიორგის არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით რომ ქართველ გამთამაშებელზე დიჟონელები 2-ჯერ დაჯარიმდნენ. „გრავლინს“ ენდრიუ ალბისიმ 20 ქულით ულიდერა, 14-14 ქულა კი სტივენ გრეიმ და ჯან ფრედერიკ მორენსიმ მიითვალეს.
10 მოგებითა და 3 მარცხით ცინცაძის გუნდი მე-2 ადგილზეა. გრავლინელები მომდევნო ტურში, 22 დეკემბერს სტუმრად „ლე ავრს“ ეთამაშებიან.