ცინცაძის გუნდის მე-6 გამარჯვება და მე-3 ადგილი საფრანგეთში

ცინცაძის გუნდის მე-6 გამარჯვება და მე-3 ადგილი საფრანგეთში

საფრანგეთის ჩემპიონატში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა, თუმცა აღნიშნულ ტურს დასრულება არ დასცალდა, პარიზში მომხდარი საშინელი ტერაქტების გამო. გიორგი ცინცაძის „გრავლინმა“ თამაში მოასწრო და ჩემპიონატში მე-6 გამარჯვებაც იზეიმა.
გრავლინელები  „მონაკოს“ შეხვდნენ და 72:57 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი სტივენ გრეი იყო, რომელმაც 35 წუთში 27 ქულა ჩააგდო, “გრაველინ-დიუნკერკმა” კი 6 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-3 ადგილზეა.