ცინცაძის გუნდმა “ორლეანს” მოუგო და ლიდერებს კვალში ჩაუდგა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტური გიორგი ცინცაძის გუნდის მატჩით დასრულდა. 2 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში „გრავლინმა“ „ორლეანს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 71:53 დაამარცხა.
ქართველმა უკანახაზელმა 13 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ცინცაძემ სამჯერ შეუტია სამქულიანი ზონიდან, თუმცა მიზანში ვერ გაარტყა. გიორგიმ მოედანი 3 პასით და 1 მოხსნით დატოვა.
ამ გამარჯვებით „გრავლინი“ დაუბრუნდა ლიდერებს. ცინცაძის გუნდი, რომელსაც 4 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებს – „სტრასბურსა“ და „ვილერბანს“.