ციცნაძის 4 ქულა, 5 პასი და გამარჯვება ლე ავრში

ციცნაძის 4 ქულა, 5 პასი და გამარჯვება ლე ავრში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ თავის კლუბ „გრავლინ-დიუნკერკში“ მორიგი მატჩი გამართა და თავისიანებს გამარჯვებაში დაეხმარა. გრავლინელები, რომელიბიც საფრანგეთის ჩემპიონატში ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყვნენ, სტუმრად „ლე ავრს“ 83:63 სძლია და ლიდერ „ვილერბანს“ დაეწია.

ქართველმა უკანახაზელმა კი 13 წუთში 4 ქულა და 5 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. გრაველინელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მარკუს დავმა (15), ვენ მუკუბუმ (14), პაპე სიმა (13) და სტივენ გრეიმ (13) გადააბიჯეს.
10 მოგებითა და 3 მარცხით ცინცაძის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია ლიონის „ვილერბანთან“ და „მონაკოსთან“ ერთად. მორიგ მატჩს გრავლინელები 27 დეკემბერს, შინ „ანტიბთან“ გამართავენ“.