ცქიტიშილის 17 ქულა და 9 მოხსნა ჩემპვილს მოსაგებად არ ეყო

ცქიტიშილის 17 ქულა და 9 მოხსნა ჩემპვილს მოსაგებად არ ეყო

ნიკა ცქიტიშივლის ჩემპვილმა ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი ალ რიადთან სტუმრად 69:78 დათმო და საერთო ანგარიშით – 1:2 ჩამორჩა. ქართველი ფორვარდი ტრადიციულად შედეგიანად გაისარჯა და საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგიც აჩვენა.
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ნიკამ 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ეს შედეგი ჩემპვილში საუკეთესო გახლდათ, რაც შეეხება ალ რიადს, ამ გუნდის ლიდერმა აჰმად ისმაილმა 16 ქულითა და 18 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
სერიის მომდევნო მატჩს 6 მაისს ჩემპვილი უმასპინძლებს.