ცქიტიშვილი იორდანიაშიც საუკეთესოა

ცქიტიშვილი იორდანიაშიც საუკეთესოა

ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრამმა“ დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ნახევარზე მეტი საქმე მოილია. მაჰრამელებმა ორრაუნდიანი შერკინების პირველი მატჩი იორდანულ “ალ რიადი არამექსს” სტუმრად 91:52 მოუგეს და საპასუხო შეხვედრისთვის ხელსაყრელ სიუაციაში არიან. საპასუხო მატჩი ირანში 21 თებერვალს შედგება და „მაჰრამი“ სავარაუდოდ იოლად მოიპოვებს ნახევარფინალის საგზურს. იორდანიაში გამართულ მატჩს რაც შეეხება, ქართველი ფორვარდი ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ირანული გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანები 13–13 ქულით ცქიტიშვილი და ამირ სედიგი იყვნენ. მეოთხედფინალის მომდევნო შეხვედრა თეირანში 21 თებერვალს გაიმართება.